ილია დარჩიაშვილი - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები სწორედ არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან რგოლში უნდა იქნას განხილული

ომი უკრაინაში, კონფლიქტის გამწვავება სამეზობლოში, მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს სწორედ ამ გარემოში უწევს ყველა იმ საგარეო პოლიტიკური მიზნისა თუ ამოცანის განხორციელება, რაც ქვეყანას აქვს დასახული და რისი პირობაც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივეცით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ინტერპრელაციის წესით უსმენენ.

მინისტრის თქმით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები სწორედ არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან რგოლში უნდა იქნას განხილული.

„საკანონმდებლო ორგანოში ჩემი ბოლო გამოსვლის შემდეგ, ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ შორის საქართველო იმყოფება, სამწუხაროდ, არა თუ შემსუბუქდა, არამედ კიდევ უფრო გართულდა და კომპლექსური გახდა. ომი უკრაინაში, კონფლიქტის გამწვავება სამეზობლოში, მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს სწორედ ამ გარემოში უწევს ყველა იმ საგარეო პოლიტიკური მიზნისა თუ ამოცანის განხორციელება, რაც ქვეყანას აქვს დასახული და რისი პირობაც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივეცით.

მართალია, ჩემი დღევანდელი გამოსვლა კონკრეტულ საკითხს, კერძოდ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს ეხება, მაგრამ, ეს ურთიერთობები არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან რგოლში უნდა დავინახოთ და სწორედ ამ თვალსაზრისით მსურს, წარმოგიდგინოთ ჩვენი პოზიცია და ხედვა.

დასაწყისში, მინდა გამოვეხმაურო დასმულ კითხვას: „რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ?“ - მოგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში (54-ე და 55-ე მუხლები).

ერთობლივი განცხადება მიღებულია საქართველოს სწორედ კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან. კონსტიტუცია თავად განსაზღრავს მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფორმებს, რაც არ მოიცავს მსგავსი ტიპის განცხადებების წინასწარი შეთანხმების ვალდებულებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრული 4 მიმართულება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობი და საერთაშორისო განზომილება - სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ,“ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს [...] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, [..] საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.“

ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც მოგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაფართოვდა ჩინეთთან სახელშეკრულებო ბაზა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ჩინეთის მხარესთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს, მოგეწოდებოდათ დადგენილი წესით. თქვენ მოახდინეთ ისეთი ხელშეკრულებების რატიფიცირება, როგორიცაა: „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმება (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N5427-Iს, 29/11/2019); „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N1349-Iს, 02/11/2017); „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N3403-Iს, 05/09/2018).

მინდა, ასევე, შეგახსენოთ „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“ დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მათ შორის, წერია, რომ „გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება“, - განაცხადა მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა