თეონა აქუბარდია მინისტრს - როგორ მითარგმნით „მმართველობით ფორმაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას“, როცა ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია, ჩინეთის კი არა - ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით

მაშინ, როცა ჩვენი არჩევანი არის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარება, რაც ჩინეთის არ არის, რანაირად აწერთ ხელს იმას, რომ ჩინეთის მმართველობის ფორმებს გაიზიარებთ? ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან „ქართული ოცნება“ ივლის, აბა, მე რა ჯანდაბა მინდა?! რას ნიშნავს? ამას როცა ხელს აწერდით - ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ასევე, აქუბარდია დაინტერესდა, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილის გამოთქმის ფონზე, ამ საკითხზე რა პოზიცია აქვთ დასავლელ პარტნიორებს.

„როდესაც ამბობთ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჩინეთის მხრიდან იმ ფონზე, როცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე სიტყვა არ გაქვთ ტექსტში ნათქვამი, მე ამას ჩინეთს კი არ ვაბრალებ, მე ამას თქვენ გაბრალებთ! იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ, გასაგებად, იმიტომ, რომ აქ არ წერია, რატომ არ იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ჩინეთსა და საქართველოს ინტერესებთან მიმართებით ასიმეტრია არ ყოფილიყო. როცა შეგეძლოთ კვიპროსის დარად ტექსტში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე ყოფილიყო ჩანაწერი და არა ზოგადად. საერთოდ შემოვიდა თუ არა საგარეოში ეს ტექსტი. საოქმო ჩანაწერები მოგთხოვეთ და ამაზე პასუხი არ არის, რაც კიდევ უფრო მიმყარებს რწმენას, ეტყობა, საგარეოში საერთოდ არც ნახეს ეს ტექსტი. საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, როცა თქვენი მთავარი ამოცანაა როგორც საგარეო ფლანგის მინისტრის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. თქვენ მე მიკითხავთ მთავრობის სტრატეგიას და იქაც არ წერია სტრატეგიულ პარტნიორობაზე არაფერი. გასაგებია, რომ, ეკონომიკის კუთხით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება წერია, მაგრამ მიპასუხეთ, ინდოეთთან, პაკისტანთან, იაპონიასთანაც ვაპირებთ, საგარეო კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობების ხარისხში ურთიერთობების აყვანას თუ არ ვაპირებთ? თუ ვაპირებთ, ეგეც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ, რომ არც რეზოლუციაში, არც მთავრობის დოკუმენტში არ წერია, მაშინ, როცა საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები გვეწერა და დეკლარაციაც გაფორმდა შარშან. ხომ ასეა? წესით კარგად უნდა იცოდეთ რომ ასეა! რაც შეეხება ნატო-სა და ევროკავშირს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი ჩინეთთან სამ პრინციპს ეყრდნობა: პარტნიორობა, კონკურენცია და გლობალური მეტოქეობა, მაშინ, როცა ჩვენი არჩევანი არის დემოკრატიულად განვითარება, რაც ჩინეთის არ არის, რანაირად აწერთ ხელს იმას, რომ ჩინეთის მმართველობის ფორმებს გაიზიარებთ? ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან „ქართული ოცნება“ ივლის, აბა, მე რა ჯანდაბა მინდა?! რას ნიშნავს? ამას როცა ხელს აწერდით, როგორ მითარგმნით მე „მმართველობით ფორმაში გამოცდილების გაზიარებას“, როდესაც ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია და ჩინეთის ნამდვილად არ არის დემოკრატია, რბილად რომ ვთქვათ. იქნებ გამაგებინოთ, გასაგებად, ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით რას ნიშნავს ეს ყველაფერი და თუ კიდევ ვაღრმავებთ, სადამდე უნდა წავიდეს ეს?! ყოფილა თუ არა კითხვები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამასთან დაკავშირებით?“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის