პაატა მანჯგალაძე - ბატონო მინისტრო, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩანაწერი რომ ყოფილიყო გაკეთებული, ჩვენ არ გაგვიჩნდა აზრი, თუ ჩინურმა მხარემ შეიკავა თავი?

მე კონკრეტული კითხვა მაქვს მინისტრთან - ბატონო მინისტრო, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩანაწერი რომ ყოფილიყო გაკეთებული, ჩვენ არ გაგვიჩნდა აზრი, თუ ჩინურმა მხარემ შეიკავა თავი? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმების საკითხზე პარლამენტში იყო მიწვეული.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებაში ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩანაწერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მინისტრმა განმარტება უნდა გააკეთოს.

მანჯგალაძე სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან დამოკიდებულებასა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხებსაც შეეხო. მისივე თქმით, უმრავლესობის წევრებს უჭირთ აღიარება, რომ რუსეთი მტერია:

„თავიდანვე მინდა ხაგზასმით ვთქვა, რომ ჩინეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი ნამდვილად არავინ არ არის საქართველოში, მითუმეტეს, როცა ვიცით ისტორია, რომ საქართველო ძლიერი იყო მაშინ, როცა თავის ისტორიულ ფუნქციასა და როლს ასრულებდა რეგიონში, მითუმეტეს, როცა საუბარია ე.წ აბრეშუმის გზაზე, რომელიც მარკო პოლომ აღმოაჩინა და საუბრობდა ამაზე. აქ დაისვა ძალიან სწორი კითხვები, როცა ვსაუბრობთ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე, არსებობს სტანდარტული ხელშეკრულება, აქ მოყვანილი იქნა კვიპროსის მაგალითი, არამარტო სიტყვიერად აღიარებს კვიპროსის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ჩანაწერი აქვს გაკეთებული, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და მე კონკრეტული კითხვა მაქვს მინისტრთან - ბატონო მინისტრო, რაც კვიპროსთან დაკავშირებით თქვით, ჩვენ არ გაგვიჩნდა აზრი, რომ მსგავსი ჩანაწერი ყოფილიყო გაკეთებული, თუ ჩინურმა მხარემ შეიკავა თავი? თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ და გვინდა ვიცოდეთ, როცა სტრატეგიულ თანამშრომლობაზეა საუბარი.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთან ერთად დიდ ძალისხმევას ხარჯავს არაღიარების პოლიტიკისთვის, რომ არ მოხდეს სხვა სახელმწიფოების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. აი, ამაზეა საუბარი და ძირითადი კითხვის ნიშნები ისმევა. ასევე, ჩვენ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ პუტინი შეხვდა სიძინპინს და გამოაცხადეს, რომ მათი მიზანია გლობალური წესრიგის დასუსტება და ამერიკისა და დასავლეთის ჰეგემონიის დასრულება. ამის ალტერნატივა რა არის? ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა ტერორიზმი ხომ არ შეიძლება რომ იყოს? ან ამერიკული დემოკრატიის ალტერნატივა ხომ არ შეიძლება იყოს რუსული ავტორიტარიზმი? ანუ ალტერნატივა არ არსებობს და ამიტომ ამაშიც კრიტიკულები ვართ. სხვა წესრიგი და მმართველობის ფორმა ბუნებაში არ არსებობს - ესეც აბსურდია.

ახლა რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს. ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი, ბორელი საქართველოში იყო ჩამოსული და პირდაპირ გვითხრა, რომ 12- დან 9 რეკომენდაცია იყო შესასრულებელი, ეს ხო მე არ მოვიგონე, ან ოპოზიციის პროპაგანდა ხომ არ არის? უმაღლესი წარმომადგენელი საუბრობს, რომ 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი, ბორელის ჩამოსვლის შემდეგ რა ნაბიჯები გადაიდგა რეკომენდაციების შესასრულებლად? კონკრეტულად რომ მითხრათ, ამ მიმართულებით რაღაც გავაკეთეთ, ასეთ რამეს ხო ვერ ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, რომ ევროპა გვექცევა უსამართლოდ. რომ განვმარტოთ, ევროპა გვექცევა უსამართლოდ რას ნიშნავს? რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ევროპას რომ საქართველო დაჩაგროს? ამაზეც რომ ვისაუბროთ.

რუსეთთან დამოკიდებულების საკითხი არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უჭირთ ჭეშმარიტებაზე საუბარი, რომ რუსეთი არის თუ არა მტერი? რად უნდა ამას ვითომ დიპლომატობა. მარტივად უნდა ვთქვათ, რომ ვინც შენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს, არის ქვეყნის მტერი. თუ შეიძლება, რომ მინისტრმა ამ საკითხზე პოზიცია ჩამოაყალიბოს და ვიცოდეთ, როგორ ვპოზიციონირებთ, მაგალითად, გუშინ სუს- ის უფროსმა ვერ უპასუხა ამ კითხვას.

ასეთი ისტორიული როლი და მისია, როგორიცაა კანდიდატის სტატუსის მიღება, ჩვენ სხვა არ გვაქვს და ამასთანაა კავშირში, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ანუ ეროვნული ამოცანის შესრულება, ამიტომაც, ჩვენ მზად ვართ ამ კუთხით ნაბიჯები გადავდგათ. თქვენ შემოიტანეთ „კარვების“ კანონი, დაამატეთ ორი სპიკერი, შემოიტანეთ კანონი, რომელიც მედიაზე ზემოქმედების საშუალებაა, მაგრამ ვერცერთი ცვლილება ვერ ვნახე, რომელიც მოემსახურება კანდიდატის სტატუსის მიღებას. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შემოტანილი გვაქვს ორი ინიციატივა, ანტიკორუფციულთან დაკავშირებით - ორი. ჩვენ მზად ვართ , გელოდებით, შეფასებამდე ძალიან ცოტა დროა, რა ინიციატივების განხილვაც გინდათ, შემოიტანეთ, თქვენ მიერ შემოტანილი ინიციატივებით ევროპაში ვერ წავალთ და ხალხს ნუ ატყუებთ” - განაცხადა მანჯგალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა