ოთარ გრიგოლია - სამწუხაროა, რომ დღესდღეობით პრეზიდენტი მოქცეულია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში და პრაქტიკულად აცდენილია რეალობას

სამწუხაროა, რომ დღესდღეობით, პრეზიდენტი მოქცეულია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში და პრაქტიკულად აცდენილია იმ რეალობას, რომელიც ჩვენ რეგიონშია შექმნილი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე ოთარ გრიგოლია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმა ან არ იციან რა კონსტიტუციური წყობაა ქვეყანაში, ან მიზანმიმართულად იტყუებიან. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, კონსტიტუციას პირველ რიგში პრეზიდენტი უნდა იცავდეს და თუ პრეზიდენტი ამას არ აკეთებს ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

„ჩვენი კოლეგები აკეთებენ განცხადებებს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი პარლამენტში მიმდინარეობდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის საპარლამენტო მმართველობა. ქვეყანას მართავს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი. საპრეზიდენტო მმართველობა ამ ქვეყანაში დამთავრდა და საგარეო პოლიტიკაზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს აქვთ აღებული. ამიტომ, ძალიან უცნაურია ჩვენი კოლეგების განცხადებები. ჩვენ ან უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან შეგნებულ ტყუილთან. კოლეგებო, მგონი, არ გესმით რაზე ლაპარაკობთ“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, შექმნილი მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ჩარევა, არასწორი, ან არადემოკრატიული ნაბიჯი, ქვეყანას არამხოლოდ დააზარალებს, არამედ შეიძლება ომშიც ჩაითრიოს.

ოთარ გრიგოლია რამდენიმე კვირის წინ გლდანში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ისეთ ბრალდებებს აჟღერებს, რომლის არავითარი საბუთი არ გააჩნია. ოთარ გრიგოლიას თქმით, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, როდესაც ოპოზიციონერ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, მაგრამ ამ ფაქტზე იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, დაკავებულია ყველა ის ადამიანი, რომელთაც გლდანში მომხდარ ფაქტთან რაიმე შეხება ჰქონდა.

„მე არ ვიცი ახლა თქვენ ნახევარი გლდანის დაკავებას თუ ითხოვთ, მაგრამ პოლიციამ თავისი საქმე შეასრულა და დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან. მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რაც ჩვენ არაერთხელ დავგმეთ. სასამართლო დაადგენს, თუ რა მოხდა გლდანში რეალურად“- განაცხადა გრიგოლიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის