პრეზიდენტის შეფასებით, ე.წ. კარვების შესახებ კანონი სახელმწიფოს გადაჭარბებული ჩარევის რისკს ქმნის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხის ქვეშ აყენებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, სახელმწიფოს გადაჭარბებული ჩარევის რისკს ქმნის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ასეთია პრეზიდენტის განმარტება, რის საფუძველზეც მან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებულ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მოქმედი რედაქციის უცვლელად დარჩენას სთავაზობს.

“არაერთი სპეციალისტი სამართლიანად მიუთითებს, რომ კანონის ფორმულირება ტოვებს ბერკეტს, დროებითი კონსტრუქციიდან მომდინარე ხელისშემშლელი ფაქტორები ყოველ ჯერზე თვითნებურად შეფასდეს, მაშინ როდესაც კანონმდებელს მოეთხოვება იმდენად კონკრეტულად და ცხადად მოახდინოს ნებისმიერი უფლების შეზღუდვის რეგლამენტაცია, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევი განმარტების შესაძლებლობა არ დაუშვას.

წარმოდგენილი ცვლილებებით შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. სახელმწიფოს მიერ შეკრების კონსტიტუციური უფლების შინაარსში ამგვარი შეჭრა გაუმართლებელია. შეკრების მონაწილეს თავად უნდა ჰქონდეს შეკრების გამართვის დროის, ადგილისა და ფორმის არჩევის შესაძლებლობა. დაუშვებელია სახელმწიფომ პირებს შინაარსობრივად განუსაზღვროს შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში რა კონსტრუქცია არის დაკავშირებული გამოხატულ პროტესტთან და სოლიდარობასთან”, - წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

სალომე ზურაბიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში უკვე არსებული გარანტიები სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, პროპორციულად განახორციელოს უფლებაში ჩარევა ისე, რომ ადამიანების მიერ თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობას საფრთხე არ შეუქმნას.

“წარმოდგენილ ცვლილებებში დასაბუთებული არ არის, თუ რატომ და როგორ შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს შეკრების/მანიფესტაციის მიმდინარეობისას ზოგადად დროებითი კონსტრუქციის განთავსება შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეებს ან მესამე პირებს. ამასთან, გაუგებარია, რატომ არ არის საკმარისი დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები მანიფესტაციების მონაწილეების ან მესამე პირების საფრთხისგან დასაცავად“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით პარლამენტმა 5 ოქტომბერს მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა