ვლადიმერ ბოჟაძე - საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არავის ეპატიება

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან 5 წლის წინ გაკეთებული არჩევანი პრინციპული ნაბიჯი იყო.

მისივე თქმით, ასევე პრინციპული იყო ნაბიჯი, რომელიც 2023 წელს გადაიდგა და პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ აპატიეს.

„ჩვენ 5 წლის წინ გავაკეთეთ არჩევანი, რომელიც ღირსეული და პრინციპული იყო თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი „კაგებეშნიკი“ ვაშაძე არ გამხდარიყო. პრინციპული არა მარტო 2018-ში გაკეთებული არჩევანი იყო, პრინციპული იყო საქციელი 2023 წელს, როცა ჩვენ მიერ მხარდაჭერილ და დიახ, ჩვენს არჩეულ პრეზიდენტს არ ვაპატიეთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. მთელი 5 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მთავრობას ნებართვას სთხოვდა, მაგრამ ახლა, როდესაც ის ნელ-ნელა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად ყალიბდება და ალბათ, 2024 წლის არჩევნებზე პირველ ნომრად მოგვევლინება მათ სიაში, მათი მხარდაჭერის იმედად გადაწყვიტა, რომ ნებართვის გარეშე მაინც წასულიყო საზღვარგარეთ, თუმცა იცოდა, რომ კონსტიტუციას არღვევდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ამასთან, სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა.

„რა მოხდა გლდანში, ამას დაადგენს გამოძიება და ისევე, როგორც უკვე დასახელდა 6 ადამიანი, ასევე, შესაძლებელია დასახელდეს ინციდენტში მონაწილე სხვა პირებიც. ირაკლი ეძგვერაძემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, აგებს კიდეც პასუხს, მაგრამ დაბრალება ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე ან გუნდის წევრებზე - ეს არის, უბრალოდ, ცილისწამება“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება