ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა და თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ლიბანის საზღვართან ახლომდებარე კიდევ 14 დასახლების მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის ტერიტორიის გახშირებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე მიიღეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში განათავსებენ.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გასულ კვირას ლიბანის საზღვართან 2 კილომეტრის მანძილზე მდებარე 28 დასახლების ევაკუაცია დაიწყო.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს