საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 23-27 ოქტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ასევე, შალვა პაპუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან გამართავს.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე ქურასბედიანი შედიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.