ბერდია სიჭინავა - რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭორვილაში ჩასვლით? ან რა შედეგის მომტანია mona.ge? - რაც არ უნდა თქვას ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ, ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პარტიები არიან

კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს - ეს დამსახურება „ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, „გაჩუმებას ურჩევდა“.

„ნაწილობრივ ვეთანხმები [საგარეო საქმეთა მინისტრს], რომ ოპოზიციის ნაწილი უნდა გაჩუმდეს. ის ნაწილი, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“, მურმან დუმბაძე... არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად დეკლარირებენ, რომ კანდიდატის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს გააძლიერებს... ამ ნაწილში ნამდვილად ვურჩევდი გაჩუმებას, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ისტორიას მოვუგოთ დრო და ეს ისტორიული შესაძლებლობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. გამორიცხულია, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ ეს დამსახურება „ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება. კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს,“ - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ოღონდ, გარკვეული დათქმებით.

„დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება შეფასების ნაწილშიც და დეკემბერში გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავუწესოთ კონკრეტული მოთხოვნაა, როდის დაიწყება მოლაპარაკებები [გაფართოებასთან დაკავშირებით],“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ის ასევე, შესაძლო სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეეჭვება, რომ დღეს მას რამის თავი ჰქონდეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი წარსული აქვს, ზოგადად, მისგან გამორიცხული არაფერია, მაგრამ მეეჭვება, მას დღეს რამის თავი ჰქონდეს. ჩვენ როდესაც სუს-ზე ვსაუბრობთ, რომელიც არის ქვეყნის, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ბევრად უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს და რეჟისორებს კი არ უნდა დასდევდნენ, თუ კონკრეტულად აქვთ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადატრიალება და არეულობა მზადდება, მათ უნდა ჰქონდეთ მყისიერი რეაგირება,“ - აღნიშნა სიჭინავამ.

ის ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჭორვილაში ჩასვლასაც შეეხო.

„რა შედეგი მოიტანა ჭორვილაში ჩასვლამ პოლიტიკურად? მივიდნენ, დაახვედრეს ადამიანები, ვერ შევიდნენ. შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლის დასაცავად ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მაშინ, როდესაც საუბარია ჭორვილაში ჩასვლაზე, როდესაც გარდაუვლად იცი, რომ გამოიწვევს მსგავსი ტიპის დაპირისპირებას, იმიტომ რომ საუბარი არის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის სოფელზე... რა პოლიტიკური შედეგის მომტანია, რომ ჩავიდა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი პოლიტიკური ფრთა? რა გააკეთეს? პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი იმისთვის უნდა აკეთოს, რომ კონკრეტული შედეგი დადოს. თუ ახლა იმისთვის აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაღაც დავთარში დავალებები გასცა და დაპლიუსდეს ეს დავალება, კიდევ მესმის,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებაც“ და „დროაც“„ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პოლიტიკური პარტიები არიან.

“რა შედეგის მომტანია mona.ge? რაც არ უნდა თქვას ელენე ხოშტარიამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პოლიტიკური პარტიები არიან. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე დადის წლების განმავლობაში ეს ვინმეს უკვირს? ან, ელენე ხოშტარიას განსხვავებული დღის წესრიგი არ შეიძლება ჰქონდეს. მესამე ცენტრად რომ გვთავაზობენ ხოლმე ხშირად. ზოგადად, კომიკურია. მოქალაქეების აღქმაში ელენე ხოშტარია მესამე ცენტრია, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივაა? ხომ კომიკურია, სასაცილოა, მაგრამ ცდილობენ, ამაში დაარწმუნონ მოქალაქეები, მაგრამ ამას მოქალაქეები გადაწყვეტენ,“ - განაცხადა სიჭინავამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა