„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები 28 ოქტომბერს ნიუ-ორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდებიან

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში 28 ოქტომბერს, ნიუ-ორკში ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი ემიგრანტების პრობლემებს მოისმენენ და შეკრებილ საზოგადოებას სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვასა და გეგმებს გააცნობენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა