ხატია დეკანოიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა გადატრიალება - თუ რამე დაზიანდა ამით, ეს იყო პროდასავლური ფლანგი და პირადად მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა გადატრიალება - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სააკაშვილის სახელით ან მის გარშემო, არის სიყალბე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის მხარდაჭერით არ იყო, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე მელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბორდს, რომელზეც მელია საუბრობს, მასთანაც ჰქონდათ შეთავაზება რამდენიმე თვის წინ, თუმცა უარი თქვა.

ამასთან ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არ იყო სამართლიანი, რადგან პოლიტსაბჭოდან განდევნეს ადამიანები, ვინც არ აკმაყოფილებდა „ვიღაცის“ ინტერესს.

„ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დადგა პარტიაში გადატრიალების შემდეგ. არასდროს ჩამითვლია, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები. როცა პოლიტსაბჭოდან რიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის წევრი დიდი ხანია, პრაქტიკულად დაარსებიდან არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პარტიაში მოხდა გადატრიალება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, რომ ვინმე უკმაყოფილოა იმით, რაზეც საუბრობს მელია ან რომელიმე ჩვენგანი, კარგად უნდა ახსოვდეს ყველა ამ ადამიანს, რომ პარტიიდან იმ ადამიანების განდევნა, რომლებიც დიდი ხანია იბრძვიან, სწორედ იმიტომ, რომ ვიღაცის პირადი ინტერესი არ დააკმაყოფილეს, არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. როცა პოლიტსაბჭოს არჩევნებზე ხდება ასეთი მძიმე მოცემულობა, აქვს თუ არა ამ პარტიას მორალური უფლება, ისაუბროს გაყალბებულ არჩევნებზე ან მოახლოებულ არჩევნებზე?!..

ძალიან დიდი პრობლემებია ამ პარტიაში და არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკური სვლით ამ პარტიამ შეძლოს ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება.

ბორდზე საუბარი იყო ჩემთანაც, მე მქონდა შემოთავაზება. ალბათ, ნიკასაც იგივე შეთავაზება ჰქონდა, რომ რაღაც ბორდი უნდა შექმნილიყო, გადაენაწილებინა თავმჯდომარის ფუნქციები, ამ დროს რა საჭიროა თავმჯდომარე, თუ არის ბორდი, ჩემთვის გაუგებარია. მე ამ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი რამდენიმე თვის წინ, რადგან ამ თავმჯდომარის პირობებში, რომელიც კონკრეტული ჯგუფის მიერ მოვიდა პარტიის სათავეში, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იმ ფორმაში, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება გაუწიოს სერიოზული წინააღმდეგობა. პარტიიდან კონკრეტული პირების წინასაარჩევნო გზავნილები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სააკაშვილი თავისუფალია. მეტიც ნებისმიერი ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სააკაშვილის სახელით ან მის გარშემო, არის მხოლოდ სიყალბე, რასაც ამჩნევს, ასევე, მათივე ამომრჩეველი ალბათ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით არ იყო, ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესახებ იცოდა მიხეილ სააკაშვილმა. ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ამხელა პარტია იხლიჩება, ტარდება არჩევნები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არჩევნებთან. როცა მიშა გათავისუფლდება, მერე მოგვეცემა იმის დადასტურების საშუალება, თუ რაში აწყობდა და რატომ იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რამე დაზიანდა, ეს იყო პროდასავლური ფლანგი მთლიანად და მიხეილ სააკაშვილი პირადად,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, "სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა". მისივე თქმით, ის იმ ხალხთან ერთად იქნება, „ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია“.

"მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი: არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა,"- აცხადებს მელია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა