გურამ მაჭარაშვილი - თუ პრეზიდენტს არაფერი აქვს დაშავებული, არ უნდა ეშინოდეს, ნუ ღელავს

თუ პრეზიდენტს არაფერი აქვს დაშავებული, არ უნდა ეშინოდეს, ნუ ღელავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ყველა კონსტიტუციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და კანონებს დაიცავს, პროკურატურა "არაფერს მოკითხავს".

"მე მგონი, საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, თუ არაფერი დაშავებული არ აქვს. ამიტომ ნუ ღელავს. თუ ვინმეს რამე გვაქვს დაშავებული კანონის წინაშე, მეც, პრეზიდენტსაც, თქვენც, იმას რა თქმა უნდა, მოგვკითხავს პროკურატურა, მაგრამ თუ დანაშაულის ნიშნები არ არის, გამოიკვლევს, ნახავს და არაფერი მოხდება. თუ მეც, თქვენც, პრეზიდენტიც დავიცავთ კონსტიტუციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და კანონებს, პროკურატურა არაფერს მოგვკითხავს, მაგრამ თუ დავარღვევთ, რა თქმა უნდა, პროკურატურას ექნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები მომავალში, როცა გამოძიება 2019 წლიდან მიმდინარეობს და ჯერ არ გამოკვეთილა, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივი საქმე ან არის ხანდაზმული, ან არა, ხოლო ვადებს, რაც გაწერილია, პროკურატურა კარგად ართმევს თავს.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ სისხლისსამართლებრივი საკითხები, დევნა იქნება ეს თუ სხვა, ან არის ხანდაზმული, ან არ არის. ეს ვადები გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსში, რასაც ძალიან კარგად ართმევს თავს საქართველოს პროკურატურა. თუ თქვენი ინტერესი ის არის, რამდენად ემუქრება საქართველოს პრეზიდენტს დაჭერა, მე გეტყვით - თუ მას არაფერი აქვს ჩადენილი, არაფერი დაემუქრება, მაგრამ თუ როგორც კონსტიტუცია დაარღვია და მერე იღიმებოდა იქ, კონსტიტუციამ კი კუთხეში მიაყენა, თუ ასეთი რამ აქვს გაკეთებული, არავინ არის დაცული- არც მე, არც თქვენ და არც საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, დღემდე გრძელდება. კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?