ანა ბუჩუკური - ნინო ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არ არის - ქალბატონი სალომე კი, პრეზიდენტია და მასთან ალიანსი გამორიცხულია

ნინო ლომჯარია საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის განცხადებას რომ აქვს ინფორმაცია ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას ალიანსის შექმნის თაობაზე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ბუჩუკური აცხადებს, რომ მასთან ალიანსი ფიზიკურად შეუძლებელია.

„როგორც კი მოგვინდება ვინმესთან თანამშრომლობა, როგორც კი გადავწყვეტთ კარი გავაღოთ, ამას პირველ რიგში ჩვენგან თქვენ და საზოგადოება გაიგებს. რაც შეეხება მაგალითად, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, საერთოდ! ქალბატონი სალომე კი პრეზიდენტია, ფიზიკურად არის ეს (მასთან ალიანსი) გამორიცხული, რადგან ადამიანი იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ძალიან დამღლელია კობახიძის და "ოცნების" ტყუილები, დაგვანებონ თავი, კობახიძემ თავის პრობლემას მიხედოს. ლომჯარიასთან თანამშრომლობა პოლიტიკურად არ არის საინტერესო, არანაირი ინტერესი პოლიტიკური თანამშრომლობის არ არსებობს და არც არსებობდა, ყველას თავის მიმართულება, გემოვნება და ტაქტიკა აქვს, ჩვენთვის საინტერესო არ არის,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს