ხათუნა ლაგაზიძე - ქვეყანაში არსებობს საკმარისი ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ დიდი პოლიტიკურ გაერთიანება შეიქმნას, რომელსაც შეიძლება ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ეგიდი ჰქონდეს და ხელში დროშა აიღოს

საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ძალიან ახლო ურთიერთობები და ბევრ საკითხში ინტერესთა თანხვედრა სერიოზულ შფოთვას იწვევს. ამის მიუხედავად, ევროკავშირი ძალიან კარგად აცნობიერებს საქართველოს მოსახლეობის განწყობას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, როდესაც ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

როგორც ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შეფასება არის ცალსახა და ბუნებრივია, რომ უამრავი კითხვის ნიშანია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.

„პირდაპირ ვიტყვი, განწყობები არის ძალიან უარყოფითი, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თვალსაზრისით. დეტალიზებაზე თავს შევიკავებ, უბრალოდ, განზოგადებულ განწყობებზე გესაუბრებით, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ძალიან ახლო ურთიერთობები და ბევრ საკითხში ინტერესთა თანხვედრა სერიოზულ შფოთვას იწვევს და პარალელურად განზიდვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისგან. ამის მიუხედავად, ერთი მხრივ, ევროკავშირი ძალიან კარგად აცნობიერებს საქართველოს მოსახლეობის განწყობას, მეორე მხრივ- პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას. ისინი მიჯნავენ შესრულებული სამუშაოსგან და იმავე 12 პუნქტის შესრულებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას. ეს ყველა დონეზე იგრძნობა. იმიტომ, რომ განსაკუთრებით ახლა, ისრაელში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს, როგორც დიდი ახლო აღმოსავლეთის ღერძულ სახელმწიფოს, დასავლეთისთვის როგორც ჯერ კიდევ პარტნიორი, მნიშვნელობა ერთი ათად იზრდება. როდესაც წინა პლანზე გამოდის ირანის შეკავების პოლიტიკა, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს დაკარგვა ევროკავშირისთვის ძალიან დიდი პრობლემების სათავე შეიძლება გახდეს“, - განაცხადა ლაგაზიძემ, რომლის ვარაუდითაც, სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებისას, „შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ უნდა იმუშაოს“.

მისი თქმით, ისევე როგორც ქვეყნის შიგნიდან, დასავლეთიდანაც საქართველოში არ ჩანს ძლიერი, თუნდაც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე პასუხისმგებელი პარტნიორი, რომელსაც პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება შეეძლება.

„ანუ დღეს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, ცალკე აღებული, არ არის იმ პოლიტიკური წონის, რომ შეძლოს ან დასავლეთის თვალში შეასრულოს საქართველოს ხელისუფლების რეალური ალტერნატივის როლი და ფუნქცია ან ქვეყნის შიგნით, მოსახლეობას ჰქონდეს ამგვარი განცდა. ამიტომაც, განწყობები არის იმგვარი - თუ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ვერ მოხდება მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების ფორმირება, რომელიც შეძლებს „უპატრონო ხმების“ მობილიზებას, რომელიც დღეს არც „ოცნების“ და არც „ნაცების“ ყულაბაში მიდის, ეს იგივე საფრთხე და კითხვის ნიშანია იგივე დასავლეთის თვალში“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, არსებობს ასეთი გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია.

„რას ხედავს კობახიძე სასაცილოს იმაში, თუ მართლაც შედგება ამგვარი გაერთიანება?! ეს მით უარესი „ოცნებისთვის“ და ის ბოლო პანიკა, რაც ხელისუფლებას აქვს, მიანიშნებს იმაზე, რომ მართლა ძალიან ეშინია მსხვილი გაერთიანების, საითაც დაიძვრება „ოცნებისგან“ იმედგაცრუებულთა ხმები და რომელიც ოპოზიციის აღიარებით, არჩევნების მოსაგებად გადამწყვეტია. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება სალომე ზურაბიშვილის კარზე, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, სანამ კანდიდატის სტატუსის საკითხი არ გადაწყდება, პოლიტიკურ არჩევნებთან დაკავშირებული, არც არაფერი ხდება, მაგრამ პრეზიდენტს, სამოქალაქო და პოლიტიკურ სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია სრულიად გასაგებია იმ პირობებში, როდესაც სასწორზე დევს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს კომუნიკაციები ძირითადად ამ ჭრილში მიმდინარეობს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს საკმარისი ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ დიდი პოლიტიკურ გაერთიანება შეიქმნას, „რომელსაც შეიძლება ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ეგიდი ჰქონდეს და ხელში დროშა აიღოს“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა