შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თუ რაიმეს თქმა უნდათ, მობრძანდნენ და მითხრან - მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, როცა მიხეილ სააკაშვილს ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრაზე მითანხმებდნენ, მათ ყოველ დღე შეხვედრას ვუნიშნავდი და შემდეგ არ მოდიოდნენ. მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და, რა თქმა უნდა, დავუდასტურე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს რამის თქმა სურთ, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ.

„შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ თემაზე უნდოდათ. მათთან დროც შევათანხმეთ, რაც შემდეგ გადაიფიქრეს, ისევ შევათანხმეთ და ისევ გადაიფიქრეს. თუ რაიმეს თქმა უნდოდათ, მობრძანდნენ და მითხრან. მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, რასაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან, როცა იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. საქართველოს ყოფილი მოქალაქე ქვეყანაში შემოიპარა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. ხალხი, რომელიც ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, მათ ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნან? - პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე - იმ ხალხთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება. კართან დგომა საჭიროა, შემოვიდნენ და დავილაპარაკებთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, პარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან ხშირად „სერიოზული დისკომფორტი“ შეექმნება.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე