შალვა პაპუაშვილი - „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს საქართველოს ლიდერობას.

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია.

აღნიშნული კვლევით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის ორ და ნატოს ხუთ წევრ სახელმწიფოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ამ უდავო ფაქტების ოფიციალური დადასტურება უნდა გახდეს.

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია. ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევებით და მოწინავე პოზიციებით, რაც საქართველოს და მისი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავს.

აღქმების დამახინჯებით ბევრი ცდილობს ამ მიღწევების დაკნინებას. თუმცა, ყველა ეს ძალისხმევა უშედეგო იქნება,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა