სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის რიგით 45-ე სესიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი სიტყვით გამოვიდა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის რიგით 45-ე სესია იმართება, სადაც მონაწილეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია იღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნება იყო, რომელმაც ახალგაზრდებს ქვეყანაში გზა გაუკაფა.

„ახალგაზრდების როლი, ჩართულობა, აქტიურობა რეგიონულ და თვითმმართველობათა პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ქვეყანაში, რომელსაც მე წარმოვადგენ. მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და შესაბამისად, მე და ჩემი შემდეგი თაობა, ახალგაზრდები ვართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას, ოკუპაციას, რეჟიმს, ცენზურას, არადემოკრატიულ მმართველობას არ ვეგუებით და ამის ნათელი დადასტურება 2023 წლის 7-8 მარტს განვითარებული მოვლენებია. აქ მიხეილ სააკაშვილის თაობამ, 11-წლიანი რუსული ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მის რუსულ რეჟიმს პირველად დაახევინა უკან და რუსული კანონი, რომელიც პარლამენტში შემოიტანეს და დაამტკიცეს, ახალგაზრდების პროტესტის, ჩართულობის შედეგად, ზუსტად 48 საათში, უკან წაიღეს.

იმ პირობებში, როცა რუსეთი ჩვენს რეგიონში ცდილობს, ქვეყნებზე მუდმივი გავლენა ჰქონდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, ლაღი, თავისუფალი ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკაში, რომლებიც არასდროს შეეგუებიან მონობას, ცენზურას და ვერ მოატყუებენ „ფეიკ“ ინფორმაციებით. ჩვენს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა პუტინის დავალებით ტყვეობაში იმყოფება და რუს ოლიგარქს მძევლად ჰყავს აყვანილი, იყო ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდებს ევროპისკენ, თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ გზა გაუკაფა, მისცა სტიმული, შესაძლებლობა, რომ ქრთამის, კორუფციის გარეშე ჩაებარებინათ საკუთარი ცოდნით და დიდი განსხვავება დაანახა პუტინის იმპერიალისტურ ზრახვებსა და ევროპულ დემოკრატიას შორის“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

ასევე, ამ კონგრესში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე მონაწილეობს, რომელიც რიგით მესამედ ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები