ვასო ურუშაძე - ბიძინა ივანიშვილი 11 წელია ებრძვის აბრეშუმის გზის პერსპექტივას საქართველოში

ბიძინა ივანიშვილი 11 წელია ებრძვის აბრეშუმის გზის პერსპექტივას საქართველოში, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოკლა ღრმაწყლოვანი პორტის და ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობის იდეა.

ბიძინა ივანიშვილი 11 წელია ებრძვის აბრეშუმის გზის პერსპექტივას საქართველოში ყველა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აამაღლებდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიზანმიმართულად ფერხდებოდა.

ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოკლა ღრმაწყლოვანი პორტის და ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობის იდეა. მიზანმიმართულად ჩაშალა ანაკლიის პორტის მშენებლობის მცდელობა, სადაც ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ბიძინა ივანიშვილის მარიონეტულმა ხელისუფლებამ ჩაშალა ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის პროცესი ქუთაისსა და კუმისში, რომელიც ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იყო მხარდაჭერილი.

დღემდე დაუსრულებელია სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე და გაჩერებულია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოების 80% წინა ხელისუფლების დროს იყო შესრულებული.

შეფერხებულია აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლის ზუსტი გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე 2017 წელს უნდა დასრულებულიყო“, - განაცხადა ურუშაძემ.

ვასო ურუშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოქმედებები თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან კავკასიის რეგიონში და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას.

ბიძინა ივანიშვილის 11 წლიანი პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენასთან-გავხდეთ აბრეშუმის გზის, ახალი ეკონომიკური სარტყლის შემადგენელი ნაწილი და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ მოქმედებები თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან კავკასიის რეგიონში და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას.

ძალიან მალე ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოვაშორებთ სახელმწიფოს მტრებს, კორუმპირებულ, ძალაუფლების მიმტაცებელ თაღლითების რუსულ ოლიგარქიულ კლანს. საქართველო აუცილებლად გააგრძელებს განვითარებას და შეძლებს იმ პერსპექტივის რეალიზებას, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ჩაუყარეს საფუძველი. გავხდებით ცივილიზებული ქრისტიანული სამყაროს, ევროპის დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნებთ ჩვენს ისტორიულ ფუნქციას და ვიქნებით დასავლური სამყაროს აღმოსავლეთის ეკონომიკური კარიბჭე.“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის