შალვა პაპუაშვილი - ეს წელიწადნახევრიანი მონაკვეთი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაშიც, რომელიც ოპოზიციის რეალური სახეა - ამ რეალურ სახეს ქართველი ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებში პასუხს გასცემს

გუშინ, ევროკავშირის ელჩმაც აღნიშნა, თუ რამდენად ინტენსიური იყო ჩვენი მუშაობა, მათ შორის, ევროკომისიასთან კომუნიკაციით. მსჯელობა იყო მედიასთან დაკავშირებით ცვლილებებზე. მოხარული ვარ, რომ შევძელით და გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩვენსა და სამოქალაქო პლატფორმას შორის გაფორმდა, რომელიც 200-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციაში ყველა სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა, მაგრამ მათ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანები დაასახელონ, „ვინც მართლაც ამ ქვეყნის ღალატში იყვნენ ჩართულნი“.

მისი თქმით, ოპტიმიზმის მომცემია ის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა.

„პარლამენტს ამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით აქვს თანამშრომლობა მთლიანად სამოქალაქო სექტორთან. ეს და სხვა შედეგები, რაც ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ, იმის ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ეს სათანადოდ იქნება დანახული და შეფასებული. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება.

მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო, რადგან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. ამავე ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, მოკლე დროში, დიდი პროგრესის მიღწევა შევძელით. რაც შეეხება ოპოზიციას, ერთმანეთისთვის იმის გადაბრალება, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, იმას აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ ოპოზიციის შიგნით. ახლა ცდილობენ, რომ თავს უშველონ და ის, ვინც წურბელასავით მიკრული იყო სხვა ორგანიზაციებს, ახლა „ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული ხალხი ახალ სხეულს ეძებს, ვისაც წურბელასავით მიეკრობა რაღაც პოლიტიკური მოგების მისაღებად.

თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ოპოზიციაში ყველა უკლებლივ სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა. ამას დიდი კონსპირაციები და დახურული შეხვედრების ინფორმაციის გამოტანა არ სჭირდება. იმდენი გამბედაობაც კი არ აქვთ, რომ სახელები დაასახელონ. ერთმანეთის მიმართ თითს იშვერენ, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანი დაასახელონ, ვინც მართლაც ამ ქვეყნის ღალატში იყვნენ ჩართულნი. ერიდებათ, რომ

მოღალატეები დაასახელონ, რაც მათ ღირებულებებზე მეტყველებს. ამ პროცესში ყველა ჩართული იყო და ამას ჩვენი თვალით ვხედავდით. ჩემს შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ხოლმე და ამ ყველაფერს პირდაპირ ვხედავდით. როცა თავად ოპოზიციას ამხელენ, მაგალითად, ქალბატონი სამნიძე იმავე აბზაცში ამბობს, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, როგორი ცუდი ქვეყანა ვართ. ამ ყველაფერს ამბობს და რატომღაც ჰგონია, რომ კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლაა, როცა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიდიხარ და ეუბნები - რამდენად ცუდი ქვეყანა გვაქვს, რამდენად მაჩანჩალა ქვეყანა ვართ. ამას ამბობენ, უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცოგოვინის და სხვა კანდიდატების ფონზე, რომელთაც ყველანაირი მონაცემებით ვუსწრებთ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ისეთი სამართლებრივი სისტემა აქვს, რომელიც დიდწილად ჰარმონიზებულია ევროკავშირის სამართალთან.

„გუშინ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოქვეყნდა, რომლითაც ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ. ჩვენ ასეთი ქვეყანა გვაქვს და არა მხოლოდ ლამაზი მინდორ-ველით, როგორც ქალბატონ სამნიძეს ჰგონია, რომ სტატუსი ამის გამო უნდა მოგვცენ, არამედ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტები და გვყავს საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ. ასევე სამართლებრივი სისტემა გვაქვს, რომელიც არის თანამედროვე და დიდწილად ჰარმონიზებული ვართ ევროკავშირის სამართალთან. ჩვენ ასეთი სახელმწიფო ვართ და ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებთან თავიანთ კომუნიკაციაში ყველანაირად დააკნინონ, დაამცირონ და ძირი გამოუთხარონ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე მთლად უნამუსოდ არ იყვნენ, ამ ყველაფერს ბოლო წინადადებად აყოლებენ - იქნებ, მაინც მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი.

რა თქმა უნდა, ეს წელიწადნახევრიანი მონაკვეთი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაშიც, რომელიც ოპოზიციის რეალური სახეა. ამ რეალურ სახეს ქართველი ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებში პასუხს გასცემს. ქართველი ხალხი ღალატს არავის არასოდეს არ პატიობს და როცა ზურგში დანის ჩარტყმა ხდება ქვეყნის მიმართ, ამას ქართველი ამომრჩეველი შესაბამისად შეაფასებს,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა