შალვა პაპუაშვილი ზამბიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზამბიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნელი ბუტეტე ქაშუმბა-მუტის შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კოლეგას ზამბიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ზამბიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაფუძნებიდან 30-ე წლისთავი მიულოცა.

"შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ზამბიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამ მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.

მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. ასევე, განიხილეს ზამბიის მიერ საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა სახელმწიფო სერვისების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო სისტემის და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს