გიორგი ვაშაძე - ამერიკელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დასავლური ინტეგრაციიდან, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიციამ აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრა ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა. ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო - ასათიანმა შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე საშინაო თუ საგარეო საკითხები განიხილეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, სტრატეგიული პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება" კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ეწევა. მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შემცირებასა და ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომში მშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე გამახვილდა.

„სამი დიდი საკითხი, რომლებიც ჩვენს პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს: პირველი ეს არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ჩუმად გააფორმა. მეორე ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი პარტნიორებისთვის. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რომელიც აღქმული არის, როგორც რუსეთის ინტერესების შესრულება რუსეთის დავალებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციიდან არ გადაუხვევს, მომავალი წლის არჩევნები, დიახ, ისინი, ამას გეოპოლიტიკურ არჩევნებს უწოდებენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად გვექნება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი და ბევრი ინვესტიცია აშშ-ს მხრიდან, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდგომ უვიზო მიმოსვლაზეც კი შესაძლოა დავიწყოთ საუბარი. ჯერ გამარტივება ვიზების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სასწავლო მიზნებისთვის და რაც მთავარია, ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ნიშნავს, ძლიერ საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-თან და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად.

არცერთ შემთხვევაში, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სამხრეთ კავკასიიდან, სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთი ფაქტობრივად გადის, ახლა კი ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილი, მთავარი საყრდენი პუტინისა, მოვაშოროთ საქართველოდან, რაც ნიშნავს სამხრეთ კავკასიიდან მათ განდევნას.

შემდგომ კი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, რომ საბოლოოდ კავკასიის იქით მხარეს დავკეტოთ რუსეთი. დამერწმუნეთ, ძალიან ახლოსაა დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა