სერგო ჩიხლაძე - ამერიკელები მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოში არსებული კორუფციისა და სანქციების საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“დავასრულეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა, ახლა ვიმყოფებით სენატში, მოგვიანებით შეხვედრები გვაქვს საგარეო კომიტეტში, როგორც რესპუბლიკელებთან ასევე დემოკრატებთან.

მთავარი თემები ისევ და ისევ - ეს არის საქართველოში მიმდინარე რეფორმები, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება, თუ რისთვის არიან ამერიკელები მზად და ისინი აბსოლუტურად მზად არიან დაგვეხმარონ ნებისმიერი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დღეს იქნა განხილული, ეს არის კორუფცია საქართველოში, სანქციები, კონკრეტული ადამიანების საკითხები, ვინც კორუფციაში და ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ქმედებებში არიან ჩართულნი.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი პარტნიორები ჩინეთთან პარტნიორობას, ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს და ასევე მთავარი გზავნილი არის ის, თუ რით შეუძლიათ დაგეხმარონ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს არის, რასაც არ იყენებს არსებული ხელისუფლება.

ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთი თემა, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ და ჩვენი პარტნიორებიც არ უვლიან გვერდს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსფერი სხვა ქვეყანაში, სადაც მას მკურნალობა გაეწევა”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა