საქართველოს პრემიერ-მინისტრი  USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში, ერინ მაკკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში - ერინ მაკკის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით; განიხილეს ის სფეროები, სადაც შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობის გაძლიერება.

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობათა მნიშვნელობას და მისი გაღრმავების აუცილებლობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში − რობინ დანიგანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში − ერინ ელიზაბეტ მაქიი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი საქართველოში − ჯონ პენელი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე − აარონ რუპერტი, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა