შალვა პაპუაშვილი ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის სენატის პრეზიდენტ ჯული ადერლის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ბაჰამის მხარეს საპარლამენტთაშორისო კავშირში წევრობა მიულოცა. აგრეთვე, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს პოზიციების მხარდაჭერისთვის.

„შეხვედრაზე საქართველოს და ბაჰამის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე.

ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის ისტორიაში პირველი შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში