შალვა პაპუაშვილი - გრძელდება შეხვედრები ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით

იმ ქვეყნებთან შეხვედრები გრძელდება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. იმ ქვეყნებთან გვქონდა შეხვედრები, ვინც თავს იკავებს რეზოლუციების მხარდაჭერისგან გაერო-ში ან ამ რეზოლუციებს მხარს არ უჭერენ, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანგოლოს დედაქალაქ ლუანდაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრების მიზანია ქვეყნებმა გააგრძელონ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.

მისი თქმით, მყარი მხარდაჭერა მიიღეს იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ბოლო პერიოდში შეცვალეს წინა გადაწყვეტილება და გაერო-ში საქართველოზე რეზოლუციას მხარი წელს პირველად დაუჭირეს.

,,მათ ავუხსენით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართლის წესრიგისთვის და საბოლოო ჯამში თითოეული ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები საკუთარ პოზიციას დადებითისკენ შეცვლიან და გაერო-ში უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რატომ არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. მხარის დაჭერის ან არდაჭერის საფუძვლები სხვადასხვა გავლენებია, რაც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაზე იყოს. ჩვენ საბოლოო ჯამში ვხსნით, საერთო სიკეთისთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას და ამ კონტექსტში რეზოლუციის მხარდაჭერას. მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ბოლო პერიოდში პოზიტიურისკენ შეცვალეს წინა გადაწყვეტილება და გაერო-ში საქართველოზე რეზოლუციას მხარი წელს პირველად დაუჭირეს. დაპირება მივიღეთ, რომ აპირებენ, გააგრძელონ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ მიღწევები, რომელიც გვაქვს, შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. რაც შეეხება არაღიარებას, მიუხედავად იმისა, რეზოლუციის მიმართ როგორი პოზიცია აქვთ ხოლმე, მყარი გარანტია მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და არაღიარების პოლიტიკის არდარღვევის. ეს არის მთავარი განსაზღვრული ნაწილი ჩვენი საუბრის. გარდა იმისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და ამ მხრივ ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყველა შეხვედრაზე გამოირიცხა არაღიარების პოლიტიკიდან რაიმენაირი გადახვევა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა