გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პოზიციები არა თუ დაპირისპირებულია გარკვეულ ინტერესებთან, არამედ პოლიტიკურად უზნეოა - მას მავნებლობა არ უნდა ეპატიოს

ის, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები მთავრობის პოზიციებს არ ეთანხმება, ძალიან მსუბუქად ნათქვამია, რადგან პრეზიდენტის პოზიციები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს - მისი პოლიტიკური პოზიციები არა თუ დაპირისპირებულია გარკვეულ ინტერესებთან, არამედ არის პოლიტიკურად უზნეო! - ამის შესახებ პარლამენტში, პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამ კონტექსტში ვოლსკიმ აქცენტი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 26 მაისის ღონისძიებაზე გაკეთებულ მიმართვაზე გააკეთა და როგორც აღნიშნა, „მას მავნებლობა არ უნდა ეპატიოს“.

„არანაირი საფუძველი არა აქვს ჯარში ახალშესულ ახალგაზრდებს ფიცის დადებისას უთხრას, რომ ხელისუფლების მიერ გარკვეული „მოდელირებული ქრონიკა“ იდგმება და ამას რუსეთთან შეთანხმებით აკეთებს. მას ამის თქმის არა თუ საფუძველი არა აქვს, არამედ გამიზნულად აკეთებს. ამას მავნებლობა ჰქვია, რომელიც არ უნდა ეპატიოს, როგორი პოლიტიკური გეგმებიც არ უნდა დასახოს. ეს საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პოზიციის მასხრად აგდებაა - აქ „კინკლაობა“ შეუსაბამო სიტყვაა და მისი გამოყენება არ შეიძლება... როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ინტერესები არ შეესაბამება არა თუ მთავრობის, არამედ, საქართველოს მომავლის ინტერესს და მთავრობა ვერ მოგცემს მანდატს საზღვარგარეთ იმ პოზიციით წასვლაზე, რითაც წასვლას აპირებ, კონსტიტუციაში წერია, რომ ასე წასვლა არ შეიძლება. უფრო მეტსაც გეტყვით - საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს პოზიციებში სრული თანხმობა რომ ჰქონდეთ, თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით პრეზიდენტის საზღვარგარეთ წასვლის დრო და ვითარება არ არის, მანდატის არ მიცემა ამ შემთხვევაშიც ნორმალური და დასაშვებია, მაგრამ როცა უარი ძლიერდება და მძიმდება იმით, რაზეც ახლა ვისაუბრე, ზედმეტი კითხვები აღარ არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის