შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, რომ ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, თუ რამხელა შეცდომა დაუშვა შარშან ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა - თუ ვინმე კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველო იყო

მინდა, რომ ევროკომისიას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მათთან ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შარშან დაშვებული შეცდომა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, ამიტომ მოლოდინი პოზიტიურია.

,,მათთან ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ და ჩვენ ამის საპასუხოდ კეთილსინდისიერად გავიტანეთ გარკვეული ცვლილებები, მივიღეთ სხვადასხვა სახის აქტები. ვფიქრობ, რომ ეს ევროკომისიის შეფასებაში შესაბამისად აისახება. რაც შეეხება, დეკემბერში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, ვფიქრობ, რომ ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, შარშან, თუ რამხელა შეცდომა და უსამართლობა დაუშვა ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა. ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, როდესაც დამსახურების პრინციპებისგან გადახვევა ხდება. თუ ვინმე შარშან კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველო იყო საკუთარი მიღწევებით - აბსოლუტურად ყველა სფეროში. თუ საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას შევადარებდით, არ არსებობს სფერო, სადაც საქართველო არ იყო და არ რჩება ლიდერად. შარშან, ლიდერი ქვეყანა უსამართლოდ დაიჩაგრა. რა თქმა უნდა, ეს იყო ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. იმ შეხვედრებიდან, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა დედაქალაქში მქონდა, დარწმუნებული დავრჩი და ვიცი, რომ ეს შეცდომა ბევრმა გაიაზრა. იმედი მაქვს, რომ ამ ჯერზე, 27 ქვეყანას შორის საქართველოს ნამდვილი მეგობრების სიტყვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე იმ ჯგუფების, ვინც შეიძლება დღემდე მიხეილ სააკაშვილთან მათი განსაკუთრებული კავშირების გამომდინარე ცდილობენ, რომ ეს პროცესი ჩაშალონ. ” - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებაში ოპოზიციამ დიდი წვლილი შეიტანა.

„სწორედ ასეთი ჩაშლის პროცესის ნაწილია ოპოზიციაც, რომელიც წელიწადნახევარი ზუსტად ამას აკეთებდა. შარშან, ივნისში, მათ წარმატებას მიაღწიეს იმით, რომ მაშინ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაშალეს. ვნახეთ, რატომაც უნდოდათ ჩაშლა. მათგან ამ გადაწყვეტილებას მყისიერად აქციები მოჰყვა, სადაც დაანონსეს, რომ მთლიანად ხელისუფლებას წალეკავდნენ. მაშინ, მათ სათანადო პასუხი ხალხმა გასცა, რომელმაც დაინახა, რომ ამ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, ევროპულ ღირებულებასთან. ერთადერთი, რაც მათ უნდათ, აბსოლუტური ძალაუფლებაა, რომელიც მათ ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდათ. მათ ძალაუფლების დაბრუნება უნდათ იმისთვის, რომ დააბრუნონ ჩაგვრის, წამების და ადამიანის ღირსების შელახვის სისტემა. ეს არის, რაც მათ ესიზმრებათ და ელანდებათ დღისით-ღამით. ვხედავთ, რომ ეს მცდელობები დღესაც არის. ვხედავთ, რამდენიმე ოპოზიციონერს, რომელიც ახლა ცდილობს, რომ ამ გემიდან გაიქცეს და თავად ამის მონაწილე იყო, როდესაც ქვეყანას, რომელიც ლიდერია არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ მთლიანად რეგიონში, მას წარმოაჩენდნენ მაჩანჩალად. შეხვედრებზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ქვეყანას მაჩანჩალად და მის ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ. ახლა ცდილობენ, რომ ამ გემიდან გაიქცნენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ ისინი აგებენ და ქართველი ხალხი იგებს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა