რომან გოცირიძე - საქართველოს ვიცე-პრემიერის ვახშმობა პუტინთან ერთად, ერთ სუფრაზე, მორალური და პოლიტიკური კრახია

საქართველოს ვიცე- პრემიერის ვახშმობა პუტინთან ერთად, ერთ სუფრაზე, მორალური და პოლიტიკური კრახია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არასწორია ასევე იმ ფორუმებში მონაწილეობა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობს.

„საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა იმ ფორუმზე, სადაც პუტინი იყო, არასწორია. თუნდაც, რაიმე გარემოებათა გამო, იმ საკითხების გამო მომხდარიყო ეს, რაც საქართველოს ეხება, ელემენტარული ზნეობრივი პოზიცია არსებობს და სუფრაზე მაინც არ დაჯდებოდა მასთან. არავინ ექაჩებოდა, რომ პუტინის გვერდით ევახშმა. სიმბოლოებს აქვს დიდი მნიშვნელობა. საქართველოს ვიცე- პრემიერი პუტინთან ერთად, ერთ სუფრაზე, რომელიც ასევე პოლიტიკური სუფრა იყო, ნიშნავს როგორც მორალურ, ასევე პოლიტიკურ კრახს,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ ფორუმს და ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს დაესწრო, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის