სალომე ზურაბიშვილი CBS-ის კითხვას: არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრიანებით - ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას

აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის უფრო მეტად საჯაროდ აღიარებაა საჭირო - თუ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე უარის ეტყვის, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა:

“ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, საკმარისად რეაგირებს და მხარს უჭერს საქართველოს, პრეზიდენტმა უპასუხა.

„არა მგონია და ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. მე უკვე ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ და ვერ მოვახერხე ჩემს დონეზე, პრეზიდენტის, ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის რაიმე ფორმა, თუნდაც სატელეფონო ზარის საშუალებით. მესმის, რომ უფრო გადაუდებელი საკითხები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.“

კითხვაზე, თუ რა აღიარებას გულისხმობდა, პრეზიდენტმა უპასუხა:

„იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ასე ესაუბრება, მაგრამ უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს გაწევრიანებაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის.

პრეზიდენტს ინტერვიუს დროს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა, კერძოდ, თუ როგორ აისახება უკრაინის ომი საქართველოს ცხოვრებაზე.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ყველაფერ იმის შეხსენება, რაც საქართველომ გამოიარა და ის ფაქტი, რომ რუსეთი ყოველთვის არის უშუალო საფრთხე. რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ამოწმებს ნიადაგს საქართველოში. აქ მათი გზა, მათი მარტივი გზა, არის ჰიბრიდული ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა