შალვა პაპუაშვილი - ჩინეთში ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს პუტინთან ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია

ჩინეთში ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს [პუტინთან] ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის დასწრებას მაშინ, როდესაც სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ იმავე ვითარებაში უკრაინის წარმომადგენელი დარბაზს დატოვებდა, პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით უკრაინა-საქართველოს შედარება საქართველოს საზიანო არ იქნება. მისივე თქმით, „დემარში კი არა, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს შეწყვეტილი“.

„საქართველოში 2008 წელს აგრესია განხორციელებული იყო, როდესაც უკრაინულმა არმიამ 2010 წლის 9 მაისს რუსულ გვარდიასთან ერთად აღნიშნავდა, ამიტომ უკრაინა-საქართველოს შედარება რუსეთთან მიმართებით ისტორიულ ჭრილში, არ მგონია საქართველოს საზიანოდ იყოს.

რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი რომელსაც ესწრებოდა საქართველო და სხვათა შორის, ესწრებოდა ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამ დიდ ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, ჩინეთში გამართულ „სარტყლისა და გზის“ ფურუმში, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დაესწრო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა