ლევან ნატროშვილი - კარგად ვერ ვიაზრებთ რისკს, რაც კანდიდატის სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში შეიძლება დადგეს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირს დააბრალებს და შეეცდება, დემოკრატიაზე ხელი ჩაიქნიოს

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი - პაპუაშვილი და კობახიძე ვერ მოიტანენ ვერცერთ განცხადებას, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიისადმი მიმართვასთან და ამაზე ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნატროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ევროპელი პარტნიორებისა და საქართველოს არასამთავრო ორგანიზაციების პოზიციები თანხვედრაშია, იმასთან დაკავშირებით რომ 12-პუნქტიანი გეგმა არ არის შესრულებული.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პაპუაშვილი და კობახიძე ვერ მოიტანენ ვერცერთ განცხადებას, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ან რომელიმე შეხვედრაზე რომ გვეთქვა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. ასეთი რამის დაბრალება არის მტკნარი სიცრუე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვთქვით „მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული არ არის“ - ამას ამბობს თვითონ ევროკომისია, ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ამას. ამბობენ, რომ 12 პრიორიტეტიდან სამია შესრულებული, დანარჩენი, ან ნაწილობრივ შესრულებული, ან არ არის შესრულებული. რეალურად, ჩვენი და მათი პოზიცია თანხვედრაშია, აქედან გამომდინარე გაუგებარია რას გვაბრალებენ“, - განაცხადა ნატროშვილმა.

კითხვაზე, რატომ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ნატროშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლება ყველა სუბიექტს მტრად აღიქვამს, ვინც კი ოდნავ ემუქრება მათ ძალაუფლებას.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ პროცესებს უყურებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების პრიზმიდან. მათთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მათი ქმედებებიდან გამომდინარე არ აინტერესებთ მიიღებენ თუ არა სტატუსს, ოღონდ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ყველა სუბიექტს მტრად აღიქვამენ. ვინც კი ოდნავ ემუქრება მათ ძალაუფლებას, კრიტიკითაც კი, ისინი აღიქვამენ ძალაუფლების დაკარგვის პრიზმიდან“,- განაცხადა ნატროშვილმა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილემ ისაუბრა იმ რისკებზე, რაც შეიძლება კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას მოჰყვეს.

„კარგად ვერ ვიაზრებთ იმ რისკს, რომელიც სტატუსის არ მიცემის შემთხვევაში შეიძლება ქვეყანას დაუდგეს. ეს არის ის რისკი, რომ ხელისუფლება მორიგ ჯერზე ევროკავშირს დააბრალებს, რომ სტატუსი არ მოგვცეს და შეეცდება რეფორმებზე და დემოკრატიაზე ხელი ჩაიქნიოს", - განაცხადა ნატროშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს