თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის გადაწყვეტილება არ დატოვებს სივრცეს დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ მათ  კანდიდატის სტატუსი უკანონო ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენონ

დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის გადაწყვეტილება არ დატოვებს სივრცეს დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ მათ კანდიდატის სტატუსი უკანონო ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდა მაშინაც, როცა სტატუსის მიღების შანსი დაბალი იყო და ახლაც, როცა შანსი მაღალია.

შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, სტატუსის მიღების შემდეგ გაცილებით მარტივად შევძლებთ ხელისუფლების შენარჩუნებასო, ამიტომ აქ აღარავის არ უწევს დასკვნის გამოტანა, რადგან ღიად აცხადებს პაპუაშვილი, რომ სტატუსი ივანიშვილის რეჟიმს რეფორმებისთვის ან იმისთვის კი არ სჭირდება, რომ შემდეგ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, არამედ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის გადაწყვეტილება არ დატოვებს სივრცეს დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ მათ ქართველი ხალხის მონაპოვარი კანდიდატის სტატუსის სახით უკანონო ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოუყენონ.

ათასგვარ სისულელეს და დეზინფორმაციას ვისმენდით, რადგან ცდილობდნენ პასუხისმგებლობა აერიდებინათ მაშინ, როცა მაღალი იყო ალბათობა, რომ სტატუსი არ მიგვეღო. ახლა, როცა ჩვენი შრომის და უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის დამსახურებით მაღალია სტატუსის მიღების შანსი, კვლავ ცდილობენ მორიგი დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებას, რომ საკუთარი ელექტორალური ბენეფიტისთვის გამოიყენონ დადებითი პასუხი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე