გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული კანონი უკან გაიხმოს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის, მერი ლოლერის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული კანონი უკან გაიხმოს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო არეულობის შესაძლო დაგეგმვის საქმეზე სუს-ის განცხადება ე.წ. „კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად გამოიყენა.

„პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა კრიტიკული გადააზრების გარეშე დაიწყეს საჯარო განცხადებების გაკეთება და ბრალდება გამოიყენეს “კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი იმ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ამ მოვლენების კვალდაკვალ, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა გამოაცხადეს მხარდამჭერების მობილიზაცია ამ დაუსაბუთებელი “კონსპირაციის” სულისჩამდგმელების წინააღმდეგ, რამაც შეიძლება ფიზიკური საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანის უფლებათა დამცველები.

ტრენინგის შესახებ ვოდეოჩანაწერის გამოქვეყნებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაორაზროვნად მიანიშნა ტრენინგის ორგანიზატორ ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომელიც საზოგადოებაში 2021 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსმენდა მრავალ უფლებადამცველსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ფაქტზე, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებით, რომელთა შედეგადაც კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის დროს შეხვედრების მონაწილეებმა მრავალი სხვა მაგალითიც გამიზიარეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველების სტიგმატიზაციასა და მათი საქმიანობის დელიგიტიმაციას ეხება.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეეხებოდა მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გარემოს დამცველების წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსის განცხადებებს კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტების წინააღმდეგ და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის უკიდურესად შემაშფოთებელ კომენტარს LGBTQI პირების უფლებადამცველებისა და ზოგადად, ქვიარ თემის შესახებ. ქალებს განსაკუთრებით ხშირად იღებენ მიზანში. თბილისში რამდენიმე ადგილას, მათ შორის პარლამენტის შესასვლელთან შევამჩნიე პოსტერები ქალი უფლებადამცველების გამოსახულებით, რომლებსაც “ეკლესიის წინააღმდეგ ჯაშუშობაში” სდებენ ბრალს. როგორ მოხდა, რომ ადამიანებს ნება დართეს ამგვარი პოსტერები გამოეფინათ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შენობის წინ, როგორიც პარლამენტია და როგორ მოხდა, რომ ეს პოსტერები დღემდე არ ჩამოუხსნიათ? ასეთი მაგალითები, რომლებიც მე გამაცნეს, მიუთითებს “შინაური მტრების” ნარატივის განვითარებაზე. რასაკვირველია, ეს ნარატივი ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა,“ - განაცხადა ლოლერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა