ენციკლოპედია „საქართველოს“ ვებგვერდის პრეზენტაცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ში ქართული ენციკლოპედიის განახლებული ვებგვერდის (georgianencyclopedia.ge) პრეზენტაციას დაესწრო.

განახლებული ვებგვერდი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, თსუ პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ვებგვერდი საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას იძლევა.

„ვებგვერდზე განთავსებულია ენციკლოპედია „საქართველოს“ უკვე გამოცემული ტომები. უახლოეს მომავალში გამოიცემა მე-5 ტომიც. ენციკლოპედიაში თავმოყრილია მაღალ აკადემიურ დონეზე შექმნილი 15 ათასამდე სტატია საქართველოსა და ქართველების შესახებ, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის, მოვლენის, ისტორიული პიროვნების თაობაზე. ენციკლოპედიის რედაქცია მუდმივად ანახლებს მასალებს და ამატებს ახალ სტატიებს“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდის ბმული განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, საძიებო სისტემებში, რომლითაც ისარგებლებენ როგორც თსუ სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლებიც.

„ენციკლოპედიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია საინტერესო და საჭირო წყაროა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით სანდო წყაროა აკადემიური საქმიანობისთვის.

თსუ რექტორმა ქართული ენციკლოპედიის რედაქციას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე თარგმნაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსით მხარდაჭერა შესთავაზა.

ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდზე „საქართველოსთან“ ერთად განთავსებულია, ასევე, „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ყველა ტომი, „100 ქართველი უცხოეთში“, „თბილისი- ქუჩები, გამზირები მოედნები“ და სხვა გამოცემები. უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება ქართული ენის ენციკლოპედია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე