რატი ბრეგაძე - ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რა დიდი საქმე გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას - ხაზარაძისგან არავის ახსოვს რაიმე სახის ქველმოქმედება, ან სახელმწიფოსთვის გაკეთებული საქმე, უმჯობესი იქნება, თავი დაანებოს კარგ ადამიანებს

უმჯობესი იქნება, ბატონმა ხაზარაძემ თავი დაანებოს კარგ ადამიანებს, მიხედოს საკუთარ პარტიას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და იფიქროს, მომავალ არჩევნებზე, იქნებ ამით დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოთხოვნაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძისგან რაიმე სახის ქველმოქმედება არავის ახსოვს და მისი და ბიძინა ივანიშვილის ერთმანეთთან შედარება სრულიად შეუსაბამოა.

„მე არ ვიცი ბატონი ხაზარაძე რას ამბობს, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, თუ რა დიდი საქმე გაუკეთა ამ ადამიანმა ამ ქვეყანას. კერძოდ, ის რომ 2012 წელს დასრულდა ის რეჟიმი, რომელიც ციხეებში ადამიანებს აწამებდა, მათ არაადამიანურად ეპყრობოდა და ეს ყველაფერი არის დადასტურებული ფაქტი. ბატონი ხაზარაძისგან არავის ახსოვს რაიმე სახის ქველმოქმედება, ან სახელმწიფოსთვის გაკეთებული რაიმე საქმე და თუ ვადარებთ ჩვენ ამ ორ ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სრულიად შეუსაბამო და შეუდარებელი. ალბათ, უმჯობესი იქნება, ბატონმა ხაზარაძემ თავი დაანებოს კარგ ადამიანებს, მიხედოს საკუთარ პარტიას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და იფიქროს, მომავალ არჩევნებზე, იქნებ ამით დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს