ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, აზერბაიჯანთან უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აზერბაიჯანთან მშვიდობის დასამყარებლად მზად არის.

„სომხეთი ინარჩუნებს პოლიტიკურ ნებას, აზერბაიჯანთან უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სამშვიდობო პროცესზე უარყოფითად მოქმედებს მხარეებს შორის უნდობლობა. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა ხელშეკრულების ტექსტში არსებული შეუსაბამობების დაძლევისა და ხელმოწერის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების შექმნის მექანიზმის მნიშვნელობას.

ფაშინიანი ირწმუნება, რომ მისი მთავრობა და პირადად ის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის დიპლომატიური მუშაობის გააქტიურებას გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა