ბექა ოდიშარია სამშენებლო ამნისტიაზე - ეს საშუალებას მისცემს მფლობელებს, თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან

სამშენებლო ამნისტია საშუალებას მისცემს მფლობელებს, თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან. ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მთავრობის სხდომაზე სამშენებლო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, მფლობელებს არ დასჭირდებათ ლეგალიზაციის პროცედურის გავლა.

„აქ საუბარი არის ინდივიდუალურ სახლებზე და არა კორპუსებზე და ინდივიდუალური პირების საკუთრებაში არსებულ ქონება-ნაგებობებზე. ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამნისტიის პროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამნისტიის პროექტზე იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს. ამნისტიის პროექტი განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა