ანა ბუჩუკური - წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში

წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სწორედ ხელისუფლების პროპაგანდის გამო გაჩნდა, ასევე ცესკოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი დათქმა არჩევნებთან დაკავშირებითაც.

"მცირედი წვლილი ხელისუფლებასაც აქვს (სტატუსის მიღებაში), იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულად ჩაითვალა და ხელისუფლების წვლილი აქ არის, მაგრამ პრობლემაა ის, რომ რეკომენდაციების ამ პაკეტს ახალი შესასრულებელი დათქმები დაემატა, რადგან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ერთ-ერთი იყო გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა და ამიტომ ასახა ევროკომისიამ ეს დამატებით დათქმა. ასევე ცხადი გახდა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება, მათ შორის ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის ცესკოს სრულად დაქვემდებარება. ასევე, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიიღო მავნებლური გადაწყვეტილებები, ამიტომ დაემატა დამატებით დათქმები, ყველაფერი რაც დამატებით გაჩნდა, ხელისუფლების მავნებლური გადაწყვეტილებების შედეგია.

ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის და იყო სწორედ "ქართული ოცნება" მთელი ამ ხნის განმავლობაში, გავიხსენოთ მათი განცხადებები, კახა კალაძისგან ყველაზე ამორალურია ასეთი განცხადებები, რადგან მთელი კარიერა სწორედ ევროპაში აქვს აწყობილი და გვახსოვს ევროპაზე და ევროკავშირზე რას საუბრობდა - "სტატუსი თავისთვის დაიტოვონო". ამ რიტორიკის სათავეში თავად "ოცნების" ლიდერები იყვნენ, ამიტომ გასაგებია, ეს დათქმა რატომ გაჩნდა",- განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა