ლევან ჟორჟოლიანი - თბილისის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, გარდა მასში გაწერილი პრიორიტეტებისა, დამატებითი პროექტების განხორციელების საშუალებასაც მოგვცემს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პირველადი ვერსიაც კი უკვე პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დედაქალაქის წინაშე დგას.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საბოლოო ვერსია, გარდა მასში გაწერილი პრიორიტეტებისა, დამატებითი პროექტების განხორციელების საშუალებასაც მოგვცემს.

ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და მათ მომზადება დაუწუნა.

„წინ წახვედით ნამდვილად და აღარ გვიწევს თქვენთვის იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტი გაზრდილია, მაგრამ დამაკლდა ისეთი შეფასებები როგორიც გჩვევიათ. მაგალითად, ოპოზიცია დღეს არ ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი რუსულია, მგონი, ჩვენი კოლეგები ფორმაში არ არიან.

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2023 წლის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 200 მილიონი ლარით, ხოლო დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 70 მილიონი ლარით მეტია. ყველა პროგრამა, რომელიც ეხება ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროს შენარჩუნებულია და მათი დაფინანსება გაზრდილია. ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტულ ადგილს ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო მიმართულებებიც იკავებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა