აკაკი ბობოხიძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეოლოგიის დონეზე ვართ დაპირისპირებული, ჩვენ მიშასთან პიროვნული გასაყოფი არაფერი გვაქვს - სააკაშვილს, როცა უნდა და რა განცხადებებიც უნდა, იმას ისვრის

მიხეილ სააკაშვილს, როცა უნდა და რა განცხადებებიც უნდა, იმას ისვრის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ თემებზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეოლოგიის დონეზე აქვს დაპირისპირება.

„ევროპული საქართველო“ არის იდეოლოგიის დონეზე დაპირისპირებული. ჩვენ მიშასთან პიროვნული გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ გასაყოფი გვაქვს მის პოლიტიკურ პოზიციებთან, რომ ევროპა თურმე რუსეთზე არანაკლებ კოლონიალურია, ევროპული კოლონიალიზმიც სახიფათოა მსოფლიოსთვის და სხვა. მიხეილ სააკაშვილს როცა უნდა და რა განცხადებებიც უნდა, იმას ისვრის.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას სხვა რამე სჭირდება. ღონე არ კმარა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, მითუმეტეს რა ღონეშიც ეჯიბრება „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართულ ოცნებას“ მეტი აქვს. პენსია იყოს ოთხასი ლარი? დანიშნა უკვე ოთხასი ლარი „ქართულმა ოცნებამ". ანუ წარმატება „ქართული ოცნების“ არის. მიხეილ სააკაშვილის იდეას თუ ვინმე აიტაცებს სტუდენტებზე, ეგეც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დააფინანსოს ან არ უნდა დააფინანსოს და ისევ „ქართულ ოცნებას“ დაეწერება წარმატებად. ასევე, რაც არ უნდა მოინდომოს ოპოზიციამ, ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების წარმატებად გაფორმდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, აკაკი ბობოხიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესები აბსოლუტურად უმნიშვნელოა ოპოზიციის საერთო მიზნისთვის, რასაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჰქვია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად უმნიშვნელოა იმ ამოცანებთან მიმართებაში, რა ამოცანებიც ოპოზიციას ერთიანობაში გვიდგას. ეს არის „ქართული ოცნების“ დამარცხება. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს ერთ მთლიან 30%-ს, თუ გაიყოფა ორ ნაწილად და 15-15%-ს მიიღებს, თუ სამ ნაწილად გაიყოფა ან თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე განაწილდება მათი ხმები, რა მნიშვნელობა აქვს ამას იმ ამოცანისთვის, რასაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჰქვია? ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები არ დევს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობაში ან თუნდაც დაყოფაში“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო