ირაკლი კობახიძე - რაც არ უნდა გაერთიანდნენ, მათემატიკის კანონია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - რაც არ უნდა გადანაცვლდნენ შესაკრებები, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ

რაც არ უნდა გაერთიანდნენ, მათემატიკის კანონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რაც არ უნდა გადანაცვლდნენ ეს შესაკრებები, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანება.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან საუბარი უჭირთ.

„მათემატიკის კანონი ადასტურებს ამ ყველაფერს. როცა მთელი ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არასდროს აღემატებოდა, ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში 45%-ს, ასეთ დროს ჩვენს დამარცხებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ პარტიებს, გაერთიანდნენ იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა სცადონ, თუმცა, უჭირთ ერთმანეთთან დალაპარაკება. მაგალითად, „ლელო“ და გახარია, იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა, უცბად გაახსენდათ, რომ ერთი მეორეს ეძახდა „თაღლითს“, მეორე პირველს ეძახდა „თვალთხარიას“. ასეთ პირობებში, მათ გაერთიანება ძალიან უჭირთ იმიტომ, რომ საზოგადოებას ეს ყველაფერი ახსოვს. ამიტომ არის ხოლმე რთული გაერთიანება. გარდა ამისა, არსებობს ამბიციები სიასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა 5%-იანი ბარიერი გადალახო, გაგყავს პირობითად 8 კაცი პარლამენტში. ამ 8-კაციან სიაზე შეჯერებაც ძალიან უჭირთ. აქედან გამომდინარე, მცდელობები იქნება, თუმცა, რეალურად, ამ პოლიტიკურ კლუბებს გაერთიანება უჭირთ. გაგრძელდება პროცესები და დანარჩენს საზოგადოება დაინახავს. ასევე, იცით, რომ არსებობს ასეთი გეგმა - სალომე ზურაბიშვილი გადადგეს არჩევნების წინ და შეუერთდეს ან გახარიას ან „ლელოს“, ლომჯარია მიამატონ ამას, თუმცა, ლომჯარიათი და ზურაბიშვილით რომ ფონს გახვიდე, აქ ჩანს, რომ ვინც ამას გეგმავს, იმას კარგად არ აქვს დანახული ქართული პოლიტიკა. რეალურად, მძიმედ არის მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქმე, მათ შორის იმ პოლიტიკური კლუბების, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება