გიგა ბოკერია - ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეები არიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო - ეს იყო ჩვენთვის პრინციპული პოზიცია და ეს უნდა იყოს პრინციპული პოზიცია დღევანდელი ხელისუფლებისთვის

ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეები არიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო - ეს იყო ჩვენთვის პრინციპული პოზიცია და ეს უნდა იყოს პრინციპული პოზიცია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს იქ მყოფი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის გამართულ ონლაინ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ტერმინი გამოყოფილი რეგიონები არის ინერცია 90-იანი წლების.

„საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაში ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, ეუთო, ევროკავშირი, გაერო, აშშ და ასევე, გამოყოფილი რეგიონების ტერმინი გამოიყენება - აფხაზეთის და ცხინვალის წარმომადგენლები. ეს განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არის დემონსტრირება, ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ღალატის ტოლფასი მიდგომისა, რაც მათ აქვთ ამ გამოწვევის მიმართ. ტერმინი გამოყოფილი რეგიონები არის ინერცია 90-იანი წლების და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ნებისმიერი ამოცანა იყო და უნდა იყოს მომავალში ამის ჩანაცვლება რეალური შეფასებით, რომ ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ამასთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეები არიან მხოლოდ რუსეთი და საქართველო. ეს იყო ჩვენთვის პრინციპული პოზიცია და ეს უნდა იყოს პრინციპული პოზიცია, დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს იქ მყოფი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები. ხაზგასმით, იქ არიან ხოლმე ფორმალურად, როგორც პერსონალური სტატუსის მქონეები და არა ამ რეგიონების და ნებისმიერი სუბიექტების წარმომადგენლები. ჩვენი ხედვა იყო და უნდა იყოს, როცა ეროვნული ინტერესების ხელისუფლება გვეყოლება, რომ ისინი არიან უბრალოდ რუსეთის დელეგაციის ნაწილი. ნებისმიერი სხვა ნაბიჯი ამტკიცებს იმ ხაზს, რაც რუსეთს სჭირდება, „ეს არის კონფლიქტი პირველ რიგში, ქართველებს და აფხაზებს, ქართველებს და ოსებს შორის“, რომ ისინი არიან მხარე. ჟურნალისტების კითხვაზე, ერთ-ორჯერ პასუხად თქვეს, რომ „ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ტერმინი ოკუპირებულიო“. თუ შენ ცდილობ, რომ ეს დაამკვიდრო, თავად რატომ უნდა იყენებდე იმ ტერმინს, რომლის შეცვლა გინდა?“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია