სიარულის უნარი ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელია და დამოუკიდებლობასა და ცხოვრების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა რიგი ჯანმრთელობის პრობლემების ან უბედური შემთხვევების გამო ჩვენი სიარულის უნარები შეიძლება შეიზღუდოს. საწოლს მიჯაჭვულობა გვართმევს გადაადგილების თავისუფლებას. სოციალური და ფიზიოლოგიური პრობლემების გარდა, ასეთ დროს დიდია ასევე ნაწოლებისა და ინფექციების განვითარების ალბათობაც. გადაადგილების ბუნებრივი უნარის შეზღუდვა ცხოვრების ნორმალური რიტმისგან, როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად გვაშორებს, მაგრამ სწორედ ასეთ დროს გვეხმარება რობოტული რეაბილიტაცია და ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემები აქვთ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების იმედად ევლინება. რობოტული რეაბილიტაცია ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის მიზანიც არის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგული გადაადგილების უნარის აღდგენა. სიარულის უნარის აღდგენის პროცესი რობოტული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება. აღნიშნული მეთოდი დღითიდღე უფრო მეტად გამოიყენება, რადგანაც უკვე არაერთი მაგალითი გვაქვს, რომელიც მიუთითებს, რომ მეცნიერულად დასაბუთებულად უიმედო მდგომარეობებშიც კი ბევრი სასწაულებრივი გამოჯანმრთელების მაგალითი არსებობს.
თავის ტვინის ანევრიზმამ გონების დაკარგვა გამოიწვია
ფრიდონ სურმანიძეს, 60 წლის ქართველ მამაკაცს, 8 წლის წინ ცერებრალური ანევრიზმის (ცერებრალული სისხლძარღვის გაფართოება) დიაგნოზი დაუდგინდა, მას შემდეგ რაც მოულოდნელად სახლში გონება დაკარგა. ანევრიზმის სამკურნალოდ მას სამშობლოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი ოპერაციის შემდგომ საჭირო გახდა მორიგი ოპერაციის გაკეთებაც. შედეგად კი პაციენტმა საუბრისა და გადაადგილების უნარი, მარჯვენა მკლავისა და ფეხის ფუნქცია დაკარგა.
თავის ტვინის ანევრიზმის შემთხვევაში თავის ტვინის სისხლძარღვები ანომალიურად დილატირებულია (გაზრდილი), რასაც სისხლძარღვის კედლის მოდუნება იწვევს. ანევრიზმა შესაძლოა თავის ტვინში რამდენიმე წელი უსიმპტომოდ არსებობდეს, დროთა განმავლობაში გარშემო ქსოვილები შეზღუდოს, გახეთქვის შემთხვევაში კი თავის ტვინში ჰემატომას გამოიწვევს. ყველა ამ არასასურველ შემთხვევაში, მოსალოდნელია თავის ტვინის შესაბამის ნაწილში გარკვეული პრობლემები, მათ შორის გადაადგილების უნარის შეზღუდვა განვითარდეს. ოპერაციაც სწორედ აღნიშნული პრობლემების შესამცირებლად ტარდება, თუმცა ზოგჯერ შემდგომ შესაძლოა მივიღოთ ისეთი სახის გართულებები, როგორიც ფრიდონ სურმანიძის შემთხვევაში განვითარდა, კერძოდ კი იგი საწოლს მიეჯაჭვა და გადაადგილება აღარ შეეძლო.
განკურნების იმედი თურქეთში
ფატიმა სურმანიძე გვიამბობს, რომ მისი მეუღლე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს და მას რამდენიმე თვის განმავლობაში მრავლობითი ნაწოლი და ინფექცია გაუჩნდა. მისი თქმით, ოჯახს იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა, როცა უკეთესი სამკურნალო მეთოდის ძიებაში 3 თვის წინ სასოწარკვეთილები თურქეთში ჩამოვიდნენ. მას შემდეგ რაც აქ მას რამდენიმე პროცედურა და ოპერაცია ჩაუტარდა ნაწოლების მდგომარეობა გაუმჯობესდა და რობოტული რეაბილიტაციის პროცესიც დაიწყო. რობოტული რეაბილიტაციის წყალობით, პაციენტმა ფეხზე დადგომა შეძლო და მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უმჯობესდებოდა. პაციენტის მეუღლე ფატიმა სურმანიძე მკურნალობის შესახებ ამბობს: „სასოწარკვეთილები, უიმედოდ ჩამოვედით. პირველივე დღიდან დიდი სიყვარული, ზრუნვა და მხარდაჭერა ვიგრძენით. ყურადღება არ გვაკლდა. ყოველდღიურმა პროგრესმა კი იმედი ჩაგვისახა. მჯეროდა, რომ ჩემს მეუღლეს გამოვაჯანმრთელებდით და საქართველოში ჯანმრთელს ჩავიყვანდით, ვუთხარი კიდეც, რომ არ უნდა შეშინებოდა, რადგანაც სრულიად ვიყავი დარწმუნებული, რომ აქ მას გამოჯანმრთელება ელოდა.“
რობოტული რეაბილიტაცია გამოიყენება პაციენტების ყოველდღიური ცხოვრების ხელშესაწყობად მობილობის, კუნთების გაძლიერების და კოორდინაციის აღსადგენად. რობოტული რეაბილიტაციის აპარატურა გამოიყენება გადადგილების სიმულაციისა და დახმარებისათვის, ასევე ეხმარება პაციენტს მოძრაობისას სწორი მიმართულების განსაზღვრაში. ასეთი რეაბილიტაციის უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დროს გადაადგილება უწყვეტი და რეგულარულია.
ჯადოსნური პროგრესით: საწოლიდან კვლავ ფეხზე
ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მუსტაფა ჯორუმი, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სპეციალისტია Acıbadem Taksim-ის საავადმყოფოში, რომელიც ფრიდონ სურმანიძის შემთხვევას მართავდა, იგი გვიხსნის, რომ პაციენტის პროგრესი შესაძლებელი გახდა რობოტული რეაბილიტაციის გამოყენების შედეგად. „როდესაც ჩვენი პაციენტი პირველად დავინახე მისი მარჯვენა მკლავი და ფეხი სრულებით უმოძრაო იყო. ბალანსირება არ შეეძლო ჯდომის დროს და მაშინაც კი როდესაც ორი ადამიანის დახმარებით ფეხზე წამოაყენებდნენ. საყლაპავ მილში მოთავსებული ნახვრეტის საშუალებით სუნთქავდა და ნაწლავების საშუალებით ხდებოდა მისი კვების უზრუნველყოფა. რადგანაც პაციენტი საწოლს იყო მიჯაჭვული მას კატეთერი ჰქონდა დამაგრებული. დიდი ზომის ნაწოლებიც ჰქონდა. პაციენტის მკურნალობა მულტიდისციპლინურმა გუნდმა დაიწყო. ერთი თვის შემდეგ უკვე რობოტული რეაბილიტაციის პროცესი დავიწყეთ, რომელიც მოიცავდა ყოველდღიურად 4-6 საათიან ფიზიოთერაპიას, ნეირორეაბილიტაციის სესიებსა და ოკუპაციურ სავარჯიშოებს. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა და 2 თვის შემდეგ მან სიარული დაიწყო.“
რობოტის დახმარებით სავარჯიშოები მოიცავს სიარულს ვირტუალურ რეალობაში, მაშინაც კი როცა პაციენტს მობილობა დაკარგული აქვს. თავდაპირველად პაციენტი მოთავსებულია მოწყობილობაში, რომელიც სხეულზეა მორგებული. მას შემდეგ რაც სხეულის წონა აპარატზე გადავა რობოტული სასიარულო აპარატი ემაგრება პაციენტის ფეხებს. პაციენტი იწყებს სიარულს ბილიკზე გადაადგილების ფუქნციის აღსადგენად. არაპარატი იყენებს სენსორებს, რათა გამოვლინოს აქტიური მოძრაობები სიარულის დროს. ამავდროულად, პაციენტს შეუძლია თვალი ადევნოს საკუთარ მოძრაობას ეკრანზეც.
რობოტული რეაბილიტაციის შედეგები
ასოცირებული პორფესორი, დოქტორი მუსტაფა ჯორუმი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რობოტული რეაბილიტაცია საგრძნობლად ზრდის გამოჯანმრთელების სისწრაფეს. მისი თქმით: “რობოტები საშუალებას გვაძლევენ გავიმეოროთ მოძრაობა სესიის განმავლობაში ათასჯერ. რობოტული რეაბილიტაციის წყალობით, შესაძლებელია ვუმკურნალოთ ისეთ პაციენტებს, რომლებიც თვეების მანძილზე ვერ ახერხებდნენ ფეხზე დგომას. თუკი პაციენტი დიდი ხანია მწოლიარე მდგომარეობაშია, დიდია ალბათობა რომ ნაწოლების შედეგად მას სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ექნება.“ ასოცირებული პროფესორი დოქტორი მუსტაფა ჯორუმი გვიხნის, რომ რობოტული მოწყობილობები ზრდის პაციენტის მოტივაციასაც და პაციენტების მოსაზრებით ვირტუალურ გარემოში უზრუნველყოფილია პაციენტის, როგორც კოგნიტური ასევე ფიზიკური ჩართულობა, რაც ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
ფრიდონ სურმანიძე, სამი შვილის მამაა, რომელიც სამშობლოში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. მისმა ქალიშვილებმა, რომლებმაც მამას საავადმოფოდან გამოწერისას მიაკითხეს, დიდი მადლიერება გამოხატეს მამის სასაწაულებრივი გამოჯანმრთელების გამო. ფრიდონ სურმანიძემ, რომელიც თურქეთში საწოლს მიჯაჭვული უაკანასკნელი იმედით ჩამოვიდა, თურქეთი ფეხზე მდგომმა ღიმილიანი სახით დატოვა. მომხდარი სასწაულით გამოწვეული ბედნიერების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია.
Acıbadem-ი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული იმ რამდენიმე მრავალფუნქციური სარძევე ჯირკვლის კიბოს ცენტრიდან, რომლებიც პაციენტებს სარძვე ჯირკვლის კიბოს რთული შემთხვევების მკურნალობას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებს. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით დღესვე: +90 216 544 46 64.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)