საფრანგეთის ელჩი - ვიმედოვნებ, რომ მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის ერთად იმუშავებს

ვიმედოვნებ, რომ მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის ერთად იმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

„როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად კარი გაუღო. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია, შეძლებს წლის ბოლოს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის იმუშაოს, რადგან ეს გრძელვადიანი მიზანია და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალების გაერთიანებას საჭიროებს. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიან ძალისხმევას, რომ იმუშაონ ერთად, კონსტრუქციულად და ინკლუზიურად, საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის“, - განაცხადა შერაზ გასრიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა