გურამ მაჭარაშვილი - უნგრეთი არის ევროკავშირში ყველაზე ხმალამოღებული მომხრე საქართველოსი - რაც შეეხება მათ პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობებში, აქ ჩვენ ნუ ჩავერევით

უნგრეთი არის ევროკავშირში ყველაზე ხმალამოღებული მომხრე საქართველოსი - რაც შეეხება მათ პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობებში, აქ ჩვენ ნუ ჩავერევით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უქმნის თუ არა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი საფრთხეს საკუთარი პოზიციებით, უკრაინასთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციასაც.

მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ორბანსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდება.

„უნგრეთი და ვიქტორ ორბანი საქართველოს მეგობარია. საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. უნგრეთსა და ევროკავშირს შორის არაერთხელ იყო მოლაპარაკება, რომელიც ყოველთვის შედეგებით სრულდებოდა, დარწმუნებული ვარ, პოზიტიური შედეგი ექნება მათ შორის ამ მოლაპარაკებას. დარწმუნებული ვარ ყველა ქვეყანა, მათ შორის, პირველ რიგში, უნგრეთი საქართველოსთან მიმართებით იქნება მხარდამჭერი, რომ საბოლოოდ გაუფორმდეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

უნგრეთი არის ევროკავშირში ყველაზე ხმალამოღებული მომხრე საქართველოსი და ეს დასტურდება არამხოლოდ საქართველოში მისი ვიზიტის დროს, არამედ უნგრეთში და ზოგადად ევროპაში პრემიერის ვიზიტების დროს. მისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არის მკაფიო, რომ მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, რაც შეეხება მის პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობებში, ესეც კარგად აქვს გათვითცნობიერებული მას და აქ ჩვენ ნუ ჩავერევით. მათ შორის მოლაპარაკებები ყოველთვის პოზიტიურად სრულდება და ახლაც დარწმუნებული ვარ ასე დასრულდება. საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყანას, მაგრამ განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება, რა თქმა უნდა უნგრეთს გააჩნია,"-განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შესაძლოა ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი დაბლოკოს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი