შალვა პაპუაშვილი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, ეს პოლიტიკური დასასრულია - როცა შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე ამთავრებ

„ნაცმოძრაობა“ 20 წელი პრობლემას უქმნიდა საქართველოს და ახლა გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება ეს მათი პოლიტიკური დასასრულია.

„მგონი, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, დიდი ინტერესის საგანი აღარ უნდა იყოს. ეს მათი შიდა პრობლემაა. როგორც იქნა, ისინი გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე. ისინი აქამდე, 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა. საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია - პოლიტიკური დასასრულია. როცა შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე დაამთავრებ. რაც უფრო მეტად დაიშლება და დაქუცმაცდება ეს ორგანიზაცია, მით უფრო კარგია, რადგან შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნასა და კორუფციაზე. რაც უფრო მეტად და მალე დაიშლება, მით უფრო კარგია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს