კახა კალაძე - შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები გაერთიანდეს, თუმცა მათ გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ ექნებათ

შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს, თუმცა მათ გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„შეიძლება რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს ამ ადამიანის ირგვლივ, შემოიკრიბოს. დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, თუმცა არანაირი რესურსი და არანაირი შესაძლებლობა გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის მათ არ ექნებათ,“ - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, პრეზიდენტის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კალაძე აღნიშნავს, რომ არ აქვს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ გადადგება თუ არა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია