გაბრიელიუს ლანდსბერგისი - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.

კითხვაზე, როგორია ლიეტუვის პოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და უჭერს თუ არა ქვეყანა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უპასუხა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ”.

„ვფიქრობ, ამის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიხილავთ, რამდენად განსხვავებულს, ამის თქმა ახლა ნაადრევია. იმედი მაქვს, ვიხილავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ევროპას ისე მიუახლოვდება, როგორც არასდროს. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე