იაგო ხვიჩია - პრეზიდენტი თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ნაწილია და უაზრობებით არის დაკავებული, მე არ მევალება ამ უაზრობებში მონაწილეობის მიღება

პრეზიდენტი თუ „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ნაწილია და უაზრობებით არის დაკავებული, მე არ მევალება ამ უაზრობებში მონაწილეობის მიღება, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაესწრება თუ არა 13 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც პრეზიდენტი "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის ნება პრეზიდენტის მიერ მოგროვებული ხელმოწერებით არ მოწმდება.

"ჩვენ და პრეზიდენტს არ გვაქვს კარგი ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ჯარის კანონს ვეტო არ დაადო და ჩვენ დავრწმუნდით, რომ ის "ქოცების" თამაშს თამაშობს. შესაბამისად, მისი ეს წერილებიც და ეს ყველაფერი მაიმუნობა, ჩვენ უაზრობად მიგვაჩნია და დროის კარგვად როგორც მისი გაშუქება, ისე მისთვის სერიოზული ყურადღების მინიჭებაც. ქართველი ხალხის ნება მგონი პრეზიდენტის მიერ მოგროვებული ხელმოწერებით არ მოწმდება, მოწმდება სხვანაირად,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა