თეა ახვლედიანი თინა ბოკუჩავას - ნამდვილად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხედვას, იმ სამშვიდობო კურსს და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად და პრაგმატულად ატარებს მთავრობა

ნამდვილად ვიზიარებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ხედვას, იმ სამშვიდობო კურსს და იმ პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად და პრაგმატულად ატარებს საქართველოს მთავრობა, - ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც „მინისტრის საათის“ ფორმატში სახელმწიფო მინისტრს მიმართა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ქალბატონი თინა ბოკუჩავას კომენტარს და მშვიდობის მისეულ გაგებას. რა თქმა უნდა, სიღრმეებში აღარ შევალ ამ საკითხზე, მსჯელობის კუთხით ერთადერთი მინდა გავცე ძალიან კონკრეტული პასუხი, რომ ნამდვილად ვიზიარებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ხედვას, იმ სამშვიდობო კურსს და იმ პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად და პრაგმატულად ატარებს საქართველოს მთავრობა. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ ქალბატონი თინას შეფასებას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა, მიმართა, იზიარებდა თუ არა მშვიდობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის იდეას."იზიარებთ ღარიბაშვილის პროპაგანდისტული ყალბი რუსული მშვიდობის იდეას და მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?! "- მიმართა სახელმწიფო მინისტრს თინა ბოკუჩავამ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს